საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

ინფორმაცია 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადებისა და ადგილების რაოდენობის შესახებ

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 21 აგვისტო – 30 აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხო ენაში - 6 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -11 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;

ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების
კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 13
სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 18 სექტემბერი;
კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 18-19 სექტემბერი;
ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 20 სექტემბერი;
მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 20 – 22 სექტემბერი;
ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის
დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი;

ვადებთან და პროგრამების მიხედვით მისაღები ადგილების რაოდენობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

თარიღი: 04/08/2023